
მოსრიალება - მხოლოდ გაუთვალისწინებელი საგზაო შემთხვევა არ არის. ბევრისათვი სიგი ადრენალინის დიდი დოზის ტოლფასია, ზოგიერთისათვის კი _ სპორტის სახეობა.
ალბათ ვისაც ავტომობილი ყავს, ყველას უყვარს თავისუფალ გზაზე დრიფტების კეთება. განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მანქანის მოსრიალება ძალზედ იოლია და ეფექტურადაც გამოიყურება - საბურავქვეშიდან გამოტყორცნილი ყინულის და თოვლის ნაკადი. დრიფტები ყოველთვის უყვარდათ ჰოლივუდში - დღეს იძვიათია კინო, მის გარეშე. სამაგიეროდ, ავტოსპორტში, მყარ საფარველზე მან ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა: ლამაზია, რა ტქმა უნდა, მაგრამ ქულებს სიჩქარეზე ანიჭებენ! იშვიათობას ალბათ გრუნტი ან თოვლი წარმოადგენს, სადაც გვერდით მოსრიალებას დამატებითი დამუხრუჭება უზრუნველყოფს და უფრო სწრაფად მოხვევის საშუალებასაც იძლევა. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ მოსრიალება სპორტის სახეობად მოგვევლინებოდა - მას სახელად დრიფტინგი ეწოდება. დრიფტინგი - ძალზედ უცნაური სპორტია, თუნდაც იმიტომ, რომ გასამარჯვებლად არავისთვის გასწრება არ არის საჭირო. აქ მთავარია იმოძრავო არა სწრაფად, არამედ ლამაზად - თანაც მოსრიალების კონტროლირებად ჩარჩოებში. სპორტის სახეობად დრიფტინგი დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა არსებობის რა თქმა უნდა გაციელბით დიდი ხანია არსებობს. პირველი დრიფტერები დაახლოებით 30 წლის წინ იაპონიაში გამოვლინდნენ. All Japan Touring Car Championship - კონკურსში მონაწილეობდა მრბოლელი სახელად კუნიმიცუ ტაკახასი (Kunimitsu Takahashi). შეჯიბრებში იგი ძალზედ კარგად გამოიყურებოდა და სახელი გაითქვა არა მხოლოდ გამარჯვებებით, არამედ სტილითაც - მას მოსახვევების გავლის საკუთარი ტექნიკა ჰქონდა. მოსახვევთან მიახლოებისას ტაკახასი ავტომობილით მცირე მაგრამ ეფექტურ დრიფტს ასრულებდა. ამ ეფექტს საბურავებიდან ამოტყორცნილი თეთერი ბოლი ამძაფრებდა. ამის წაყალობით, მოსახვევიდან გამოსვლისას მას საკმაოდ მაღალი სიჩქარე ჰქონდა შენარჩუნებული. დღეს ეს ფინტი აღარ გაჭრის - თანამედროვე "წებოვან” ზებზე სარბოლო საბურავებით ავტომობილის მოსრიალება საშიშია და არა ეფექტურიც.

დრიფტერებისათვის Nissan Silvia — საკულტო ავტომობილია. მოგვიანებით იგივე ტექნიკა იაპონიის ქუჩის-რეისერებმაც გადაიღეს. ყველაზე პოპულარული მათ შორის გახლდათ კეიიჩი ცუტია (Keiichi Tsuchiya), რომელმაც ეს ტექნიკა მტაგორიანი გზებისთვისაც დახვეწა. 1977 წელს მას თავისი პირველი ვიდეო-რგოლი გაავრცელა. მასზე აღბეჭდილი იყო როგორ სრიელბდა ორი მოკრძალებული ტოიოტა მთიან ველებზე. ფილმმა ბევრი აღაფრთოვანა და ავტორის ირგვლივ ერთგვარი ჯგუფიც შეიკრიბა. თუმცა მხოლოდ 11 წლის შემდეგ, 1988 წელს კეიიჩ ცუტიამ მოახერხა პირველი შეჯიბრის მოწყობა დრიფტერებისათვის. დღეს მსოფლიოში უამრავი მოყვარულთა შეჯიბრი იმართება დრიფტინგში. პროფესიონალური ძალზედ იშვიათია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია - D1, იგი 2000 წელს კეიიჩი ცუტიამ და ჟურნალმა - Option - ერთობლივად დააარსეს. ამავე ჟურნალის დახმარებით მოახერხა იაპონელმა მრბოლელმა პირველი დრიფტინგის ორგანიზება. D1 -შეჯიბრის საყურებლად 20 ათასი ადამიანი იყრის თავს. მსგავსი რბოლა აშშ-შიც იმართება და მას Formula D-ქვია.

მთავარია - არა გასწრება, არამედ უფრო ლამაზად მოძრაობა. მაშ რას წარმოადგენს დრიფტინგი დღეს? რბოლა საკმაოდ უსწორ-მასწორო გზებზე მიმდინარეობს. გამარჯვებული, როგორც უკვე მრავლად არინიშნა, ის ხდება ვინც ყველაზე "ლამაზად” ჩაატარებს მას. თითქოს ყველაფერი ძალზედ მარტივია - რაც უფრო დიდია მოცურების კუთხე და სიჩქარე, ქულებიც მაღალია. კლასიკური შეფასებისათვის გამოიყენება სპეციალური ამზომები. მაგალითად, Racelogic Driftbox - იგი GPS-ნავიგატორისა და სამი აქსელელრატორისაგან შედგება. მოწყობილობა მოცურებისას წინა და გვერდით სიჩქარეებს ზომავს. ასევე, გასრიალების კუთხეს და სიჩქარეს. შეფასებოსას ასევე, გამოიყენება უამრავი სხვა "დამატებითი” ფაქტორიც - მაგალითად, სანახაობრივი მხარე. რაც უფრო მეტია საბურავების ადენილი ბდღვირი, მეტ ქულას იღებს მონაწილე. თუ მრბოლელი, მტვერში და კვამლში გახვეული დიდი სიჩქარით სანტიმეტრებში ჩაუქროლებს ზღუდეს, მოპოვებული ქულები გაცილებით მაღალი იქნება. 
მოპოვებული ქულების რაოდენობა დრიფტინგში დამოკიდებულია არა მხოლოდ სიჩქარეზე და მოსრიალების კუთხეზე, არამედ სანახაობრივ მხარეზეც. რბოლა ორ ნაწილად იყოფა - "ტანსუ”, საკვალიფიკაციო (ინგლ. chase run) და "ცუისო”, ფინალური (ინგლ. chase attack). პირველ ნაწილში ავტომობილები მარტონი ურტტამენ ტრასას კრუგებს. შემდეგ დაგროვილი ქულების მიხედვით შეირჩევა 16 საუკეთესო მრბოლელი და მერე იწყება ყველაზე საინტერესო. დარჩენილი მონაწილეები იყოფიან წყვილებად და ასრულებენ "სადუელო” მოძრაობებს. ისინი ერთმანეთის კვალდაკვალ იწყებენ სიარულს, თანაც ორივეს აქვს საშუალება წინა პოზიციაზე ყოფნისა. "დამწევის” მოვალეობაში არ შედის წინის გადასწრება, მთავარია უფრო ლამაზი ტრიუკები აჩვენოს მაყურებელს, თუმცა თუ მაინც მოასწრო წინ გასვლა ისიც გვერდითი მოსრიალებით იგი ავტომატურად გამარჯვებულად ცხადდება. მაგრამ თუ "ცეპლენიით” ჩვეულებრივი გასწრებას დააპირებს, მაშინათვე წაგებულად ითვლება.

ეფექტურობა და სილამაზე - ამაში მდგომარეობს დრიფტინგის მთელი არსი. D1-სერიის რბოლებში მონაწილეობს მხოლოდ სერიული ავტომობილები და ისიც, მხოლოდ უკანა ამძრავიანი. ამიტომ, თუ ტრასაზე, მაგალითად, Subaru Impreza-დაინახეთ, იცოდეთ, რომ მას წინა ამძრავის "ამპუტაცია” ჩაუტარეს. ტექნიკური შეზღუდვები საკმაოდ საინტერესოა. თუნდაც, საბურავის რეზინები არ უნდა დამზადდეს სარბოლო ნაერთისაგან - უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გამოიყენება საბურავები, რომელთა შესწყიდვაც ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. ყოველ ავტომობილზე ყენდება უსაფრთხოების კარკასი, სპორტული სავარძელი-ჩამჩა მრავალი მოჭიდების ქამრით და სხვა სარბოლო ატრიბუტიკით. კორპუსის პანელისა და შუშების შეცვლა უფრო მსუბუქით შეიძლება, მაგრამ სამგზავრო სავარძლების მოხსნა - არავითარ შემთხვევაში. ორგანიზატორების აზრით, ეს ეხმარება აუჩის რბოლების სულის შენარჩუნებას. ძრავის გამოცვლაც არ შეიძლება, თუმცა ბაზური ვერსიის დატიუნინგება - დასაშვებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ავტოსპორტთან მიმართებაში დრიფტინგის დაფინანსება მიზერულია, D1-ში მაინც გამოიყო შედარებით ხელმისაწვდომი ქვესერია - D1SL (Street Legal), რომელშიც მხოლოდ ქალაქისათვის ვარგისი ავტომობილები მონაწილეობენ. 
არა, მტვრის ბუღი კი არ არის, დამზვარი რეზინაა. ავტომობილებზე გამახსენდა. ყველაზე პოპულარულ მანქანებად დრიფტინგისათვის, "იაპონურები” ითვლება. ისეთები, როგორებიცაა: Nissan Silvia - S13 ან S15 კორპუსებით, Mazda RX-7 ან Nissan Skyline... და მოკრძალებული Toyota Corolla Levin/Trueno AE-86. თუმცა არ "მშობლიური” ნაწარმის გარეშე გამოვიდოდა საქმე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ევროპის რბოლებში მონაწილეობს მრავალი BMW, შტატებში — Ford Mustang, Dodge Viper და Pontiac GTO. თანაც, 160-ძალიანი AE86 -ი 500-ძლიერი Viper-ს სრულყოფილ ოპონენტად შეიძლება იხილოთ. და საერთოდაც, დრიფტინგში - სიმძავრე მთავარი არ არის. 
მოკრძალებული Toyota AE86 — ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილია დრიფტინგის ისტორიაში. ავტომობილებს განსაკუთრებულად ამზადებენ. ძრავებზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ არა იმდენად სიმძლავრეს, რამდენადაც მის ხაზობრივ მახასიათებზებს. ასევე, რადგანაც "ცეპლენიაზე” დატვირთვა ძალზედ დიდია, მას კერამიკულით ცვლიან. ძრავის საყრდენები და გადაცემათა კოლოფი, პირიქით, მაქსიმალურად მსუბუქდება. უკანა ღერძზე ყოველთვის ყენდება გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოცურების კონტროლირება შეუძებელი იქნებოდა. პადვესკას ამყარებენ მაქსიმალურად, საბურავების დაყენების კუთხეს კი ისეთს აღცევენ, რომ "ჩვეულებრივად” ატვომობილი უნრალოდ ვერც წავა (სამაგიეროდ, სრიალში მაგარია). საჭე ხშირად სპეციალურად კონკრეტული მანქანისათვის კეთდება ხოლმე

წინაამძრავიანი და სრულამძრავიანი ავტომობილებისათვის პროფესიონალურ სპორტში გზა ხშირად ჩაკეტილია. ამიტომ, ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა Subaru Impreza და Mitsubishi Evo - ხშირად წინა ამძრავის "მოკვეთა” ხდება. ავტომობილების მოცურების ბევრი ხერხი არსებობს - ბანალური "სახელურის” მოძრაობიდან და მოსახვევში გაზის მიცემის ელემენტარული გზებიდან დაწყებული, გადაცემათა "ქვემოთ” გადართვით, "ცეპლენიის მკვეთრად მოკლების (იგი წევას ტრანსმისიაზე გადასცემს და წამყვანი საბურავები ბუქსაობას იწყებს) და ავტომობილის მასის გადანაწილებით დამთავრებული. ყველაფერი ეს იმდენადვე მარტივად გამოიყურება, რამდენადაც რთულია პრაქტიკაში განხორციელება. მრბოლელებიც ამ ილეთებზე წლების განმავლობაში მუშაობენ. 
საბურავების რეზინა - ამოსავალი წერტილია დრიფტინგში. მართალია, დრიფტინგის იდეა ბევრს არასერიოზულად და მიამიტურად ეჩვენება, მაგრამ ფაქტია რომ მისი მოყვარულების რიცხვი მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. შეიძლეა ითქვას, რომ იგი რბოლაც კი არ არის, არამედ ერთგვარი "ავტოპმობლების ცეკვა”. მაგრამ განა სიჩქარე მთავარია? რამდენი ადამიანია, რომლისთვისაც საავტომობილო რბოლა პირველ რიგში კარგი სანახაობაა?! ხოდა რატო უნდა ვ უთხრათ მაყურებლებს უარი სიამოვნების მიღებაზე?!
|