ალბათ ყველას მოგვწონს ეს გზის მონსტრი, რომელიც მეხუთე წელია კონვეირზეა და გაყიდვებსაც არ უჩივის. იგი ბევრი ადამიანის ოცნების მანქანა გახდა. ფასიც კლასთან შედარებით საკმაოდ ნორმალური აქვს და 75 ათასიდან 105 ათასამდე მერყეობს. წარწერა Sport კი ამ ავტომობილის მთავარი დამახასიათებელია, ამით თითქმის ყველაფერია ნათქვამი. მოვაგროვე მისი საუკეთესო ტუნინგ ვერსიები სპეციალურად ფანებისათვის. 1. Onyx Cars - Range Rover ყველაზე ძლიერი მოდელი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სწორედ ამ ირლანდიურმა ატელიემ შექმნა. მათ Range-ის ძრავიდან 590 ცხენის ძალა გამოწურეს 5 ლიტრიან კომპრესორიანი რვიანიდან. მართლაც გასაოცარი შედეგია. ამასთან ერთად ავტომობილს აეროდნამიური "სამოსელიც" შეუქმნეს და 22 დიუმიან TPM Eedition-ის ფირმის დისკებზეც შეაყენეს. ავტომობილის სამართავი კონსოლის შეალამაზეს, სავარძლებზე ძვირფასი ტყავი გადააკრეს, ორიგინალური კოვრიკები ჩაუფინეს, თავიანთი ლოგოებიც მიარტყეს და ავტოც მზადაა:) 

2. Revere London - Range Rover Sport ეს მეტად საინტერესო მოდელი, და ჩემთვის პირადად ყველაზი ლამაზი აღმოჩენა ინგლისური ატელიე Revere London-ის შექმნილია. ავტომობილმა მიიღო ექსკლუზიური დიზაინით მისთვის დამზადებული წინა და უკანა ბამპერები, რადიატორის ბადე და ტონირებული ოპტიკა წინ და უკან. აგრეთვე სპეციალურად მისთვის დამზადებული 22 დიუმიანი შავი ალუმინის დისკები. ავტომობილის ძრავიდან ტიუნერებმა 510 ცხენის ძალა გამოწურეს. ეს ტუნინგ პაკეთი 30 000 ევრო დაუჯდება მის შემკვეთს. 

3. Arden - Range Rover AR7 გერმანელმა ტიუნერებმა ატელიედან Arden ავტომობილის ძრავზე წაიმუშავეს, როგორც მის კომპრესორიან V8 4.2 ლიტრიან ბენზინზე, რომლის მუშა მოცულობა 4.5 ლიტრი გახადეს და 480 ცხენის ძალა და 680 ნიუტონ მეტრი გამოწურეს, ისე დიზელის ტურბირებული აგრეგატი TDV8 დაატუნინგეს და 315 ცხენის ძალა და 700 ნიუტონ მეტრი მიიღეს მისგან. Arden-ის მიერ დატუნინგებული ბენზინის ძრავიანი Range Rover შეძლებს 270 კმ/სთ-მდე აჩქარებას, 100 კმ/სთ-მდე კი 6.5 წამს ანდომებს. ავტომობილმა აგრეთვე 23 დიუმიანი დისკები და აეროდინამიური კორპუსი მიიღო. ეს ტუნინგი სულ რაღაც 26 000 ევრო დაგიჯდებათ.


4. Arden - Range Rover Sport AR5 ავტომობილი თითქმის არ განსხვავდება ტექნიკური მონაცემებით ზემოთ მოცემული ამავე გერმანული ტუნინგ ატელიეს შექმნილი ეგზემპლარისაგან, მათი მთავარი განმასხვავებელი კარებების გაღების სტილია და ექსკლუზიური ფერი, რომელსაც ეს ტუნინგ კომპანია ასეთი ავტომობილის შემკვეთს სთავაზობს. ეს ტუნინგი კი 20 000 ევრო დაგიჯდებათ, გასაკვირია რატომ ასე იაფი ზემოთ მოცემულთან შედარებით. ძრავა როგორც გითხარით ამ ავტოსაც 480 ცხენის ძალიანი 4.5 ლიტრიანი ექნება 680 ნმ-ით, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-ით განისაზღვრება. 

5. Hamman - Range Rover Sport Conqueror Range Rover Sport არც ისე გავდა მორცხვ ბავშვს, Hamman-თან შეხების შემდეგ კი საერთოდ "აიშვა". ჩვეულებრივი მოდელი 7.6 წამს უნდება 100 კმ/სთ-მდე ხოლო მაქსიმალური 225 კმ/სთ-ია, Hamman-თან შეხების მერე კი ნამდვილად გაიზარდა ეს მონაცემები. ატელიეში მომუშავე ჭკვიანმა ბიძიებმა გამსვლელი სისტემა შეცვალეს, ცოტა წაიმუშავეს კომპრესორზეც და შედეგმაც არ დააყოვნა, 480 ცხენის ძალა და 610 ნიუტონ მეტრი. აგრეთვე წაიმუშავესმის აეროდინამიკაზეც, შეცვალეს ბამპერები, საბურავები 315/25 R23 გახდა და ეს ავტო შავ-თეთრში გადაწყვიტეს, რითაც ცოტათი ტრანსფორმესაც დაამგვანეს. ატელიემ მის სალონზეც წაიმუშავა, აქ შევხვდებით DVD-ს, ტელევიზორებს და ბევრ სხვა გასართობს. 
|