WWW.WIN.UCOZ.ORG
საიტის მენიუ
კატეგორიები
პროგრამები [23]
სურათები [25]
ფილმები [29]
ვიდეოები [21]
თამაშები [33]
იუმორი [6]
მუსიკები [6]
სპორტი [16]
გაკვეთილები [2]
როგორ დავამატო სიახლე? [0]
სერიალები [3]
სტატიები [12]
ძებნა
მინი-ჩეთი
500
მთავარი » 2010 » მარტი » 31 » მხოლოდ ცხენი და გველი
00:10
მხოლოდ ცხენი და გველი
თავისი აგრესიული „სახით" Shelby GT 500-ი მილის მეოთხედს 12.5 წმ-ში ფარავს. სიჩქარე კი ფინიშზე (402 მეტრის გავლის დროს ) - 186 კმ/სთ გახლავთ.
Ford Mustang - ოჯახი, ამერიკის სახეა. Shelby-ფირმა კი პირველ რიგში მუსტანგის ასოციაციას იწვევს. ასეც უნდა იყოს, Ford-ს და ქეროლ შელბის საქმიანობა ხომ 1968 წლიდან გრძელდება. Shelby GT 500-ი კი უკვე დიდი ხანია ფორდის ერთ-ერთ სახეობად ითვლება. და აი, ჩვეულებრივი მუსტანგის დებიუტიდან სულ რაღაც 4 თვეში გამოჰყავთ სელექციის მომდევნო „მსხვერპლი" - Shelby GT 500, რომელსაც თავად მწარმოებელმა შეარქვა „ზე-გველი".
გარეგნობა ტრადიციულია. ანუ, გამაოგნებელი. „ალმოდებული" კაპოტი ღია სივრცეებით, „მოჭუტული" თვალები ფალშ-რადიატორის უზარმაზარ ბადესტან და ბამპერთან, საბარგულის სახურავზე მოკალათებული სპოილერი - ასეთი ექსტერიერი სტანდარტად უნდა მიიღონ ფორდელებმა. ცისფერი „ბედაური" თეთრი ზოლებით - ერთნაირად გააოცებს მოზარდსაც და ოჯახის თავსაც.
კუპის ბაზურ კომპლექტაციაში მოხვდა ალუმინის დისკები Goodyear F1 -კომპანიის რეზინებით - 255/40 R19 წინ და 285/35 R19 - უკან. კაბრიოლეტს კი „ბაზაში" - 18-დიუმიანი საბურავები აქვს.
ინტერიერი თითქმის იგივეა, სულ მცირე ცვლილებებით. მაგ, იგივე კომპრესორული „რვიანი" 5.4 ლ მოცულობით და 540 ცხ.ძ და 690 ნმ -სიმძლავრით. თუმცა ინჟინრები სულ უსაქმოდაც ამ მჯდარან. გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია მოახდინეს და საჰაერო ფილტრიც გამოცვალეს. დინამიკა, რაღა თქმა უნდა, იგივე: 4.3 წმ 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად.
Shelby-ს მიერ შექმნილი ინტერიერი ნამდვილი ალუმინით და მაღალი ხარისხის ტყავით იწონებს თავს. ოპციების ნუსხაში მოხვდა - სანავიგაციო სისტემა ხმოვანი მართვით და Sirius Travel Link-ტექნოლოგიით. საუბარია დროის რეალურ რეჟიმში საცობების შესახებ ინფორმაციაზე. ასევე, მონაცემებზე 120 ათას ბენზინ-გასამართ სადგურზე და 4500 ათას კინო-თეატრზე აშშ-ს ტერიტორიაზე.
სამაგიეროდ, ძარვთან განახლებული 6-საფეხურიანი „მექანიკა" დააყენეს Tremec-საგან. მას ახლა 2-დისკიანი მოჭიდება აქვს ლითონისა და პლასტიკატისაგან
ახალი Mustang Shelby GT 500 -ი შერეულ ციკლში 13.7 ლ-ს საწვავს მოიხმარს ყოველ 100 კმ-ზე
ფორდელები საუკეთესო მართვადობას გვპირდებიან: მარტალია კონსტრუქცია იგივეა, მაგრამ ამორტიზატორები და ზამბარები ახალთ ახალია. თანაც, სპორტულ გემოზე მოწყობილი.

„გველების" მოყვარულები მსოფლიოში ბევრზე ბევრია. მაგრამ მოდელის გაყიდვის პრეროგატივა, უწინდებურად მხოლოდ აშშ-ს ხელშია. ამერიკელმა დილერებმა კი უკვე დაიწყეს შეკვეთების მირება: კუპე - $ 46 325, ხოლო კაბრიოლეტი - $ 51 225. მშვენიერი ფასებია! მაგალითად, 315-ძლიერი კუპე - Ford Mustang - დაგიჯდებათ $ 30 995, ხოლო Dodge Challenger SRT8 (425 ცხ.ძ) - $ 42 645.
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 999 | დაამატა: gio_kabosa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვლელები
widgeo.net
რეკლამა
Copyright MyCorp © 2025