კომპლექს Toyota City-ს ტერიტორიაზე 500 მანქანის აწყობას ვარაუდობენ -- თვეში 20 ცალის. ისევე როგორც AMG-ს ქარხანაში, ამ შემთხვევაშიც თითო ძრავზე თითო მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი. რამდენი წლისაა კომპანია Lexus-ი? სპეციალურად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისათვის შექმნილ ბრენდს მხოლოდ 20 წელი შეუსრულა. რომელი მოდელით იწყებდა Lexus-ი? ერთი მოდელი LS 400 - და 81 დილერი აშშ-ს ტერიტორიაზე. ამჟამად ხაზზე ცხრა მანქანაა, რომელიც 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. სხვადასხვა კლასის სედანები, კროსოვერები და ყველგანმავლები, ჰიბრიდები... და ამის შემდეგ სუპერქარიც მიემატება მათ სიას -- ტოკიოში დებიუტი ახალმა სუპერქარმა Lexus LFA-მ აიღო. ორადგილინი კუპე -- იაპონელი ინჟინრების კვინტესენციაა, რომელიც ფორმულა 1-ში დაგროვილი გამოცდილების შედეგია. სუპერქარის შემუშავებაზე სერიოზული საუბრები ტოიოტაში 2000 წელს დაიწყო, ხოლო სამი წლის შემდეგ პირველი პროტოტიპიც შექმნეს. მაშინ სუპერ-Lexus-ს ძრავი ცენტრში ჰქონდა, როგორც F1-ის ბოლიდს.

როგორც სუპერქარს შეჰფერის, Lexus LFA გარეგნულად შესანიშნავად გამოიყურება -- როგორც საერთო ჯამში, ასევე დეტალებშიც. ანტიფრთა -- აქტიურია, ხოლო აეროდინამიურობის წინააღმდეგობის კოეფიციენტი - 0,31. საერთო ჯამში იაპონელები კლასიკურ განლაგებაზე შეჩერდნენ (იგულისხმება ძირითადი აგრეგატების განლაგება), თუმცა ძირითადი სახით ნახშირ-ბოჭკოვანი მატერიალები დატოვეს. ასეთი კონსტუქცია მსუბუქია და ალუმინზე ოთხჯერ მკვრივია. "ფრთოვანი მეტალი"-ც საკმარისადაა: ალუმინისგან შესრულებულია ძარის პანელი და ზოგიერტი ძალური ელემენტები. ავტომობილის სიგრძე 4505 მმ-ს შეადგენს, სიგანე და სიმაღლე -- 1895 და 1220 მმ. Lexus-ი გრძელია და ცოტათი მაღალია Lamborghini Gallardo LP 560-4 (4345 х 1900 х 1165) -ზე.

მიაქციეთ ყურადღება: ძრავის ჩართვის ღილაკი საჭეზე მდებარეობს. ტყავ-ნახშირპლასტიკატით გაწყობის მიღმა -- სექვენტალური "რობოტის" გადაცემათა ბერკეტებია. ამ უკენასკნელს მუშაობის რამოდენიმე რეჟიმი გააჩნია: Auto, Normal, Sport და Wet. ყოველი მათგანისთვის შერჩეულია განსაკუთრებული ძრავის და სამუხრუჭე სისტემების მორგებულობა. მაგრამ თუ "იტალიელს" V10 5.2 ძრავი აქვს, ამ შემთხვევაში "ატმოსფერული" V10 ნაკლები მოცულობისაა - 4,8 ლიტრი. ამოტვიფრული ალუმინის "პორშინები", ტიტანის "კლაპნები", გაზგანაწილების რეგულირების სისტემა შეშვებისას და გამოშვებისას, მშრალი საპოხით გაპოხილი სისტემა... რეზულტატი 552 ცხ. ძ. და 480 ნ.მ. ამასთან ძრავი 9000 ბრ/წთ-მდე ადის.

ავტომობილზე Bridgestone-ს საბურავები აყენია ზომით 265/35 R20 წინ და 305/30 R20 უკან. თვლებში მოჩანს BBS-ის დიდი (390 მმ-იანი წინ და 306 მმ-იანი უკან) კარბონოკერამიკული სამუხრუჭე დისკები ექვსი და ოთხპორშინიანი დამხმარეებით შესაბამისად. თითქოს Gallardo უფრო მძლავრია: 560 "ცხენი" და 540 ნ.მ . მაგრამ 100კმ/სთ-ის გასანვითარებლად ექვსსაფეხურიანი "რობოტით" აღჭურვილ ლექსუსს, ესაჭიროება 3,7 წამი. მაქსიმალური სიჩქარეც იდენტურია -- 325 კმ/სთ. მასაში განსხვავება არაკრიტიკულია: 1480 კილოგრამიანი LFA სულ რაღაც 20 კილოთი მსუბუქია სანტ-აგატელ "ხარზე".

LFA-ზე გამოიყენება საჭის მაბრუნებელზე მიმონტაჟებული ელექტროგამაძლიერებელი! მასის უკეთესი განაწილებისათვის (48:52) ტრანსმისია შეადგინეს transaxle-ს სქემით -- რობოტიზირებული "სექვენტალი" უკანა ღერძისკენ გადააადგილეს და მთავარ გადაცემათა კოლოფთან გააერთიანეს, რომელიც ბლოკირებითაა აღჭურვილი. წინა ორბერკეტიანი და უკანა მრავალბერკეტიანი საკიდურების აწყობა იწრთობოდა "24 საატიანი ნიურბურგრინგის" მარათონების დროს. სხვათაშორის, ბევრი შასის მრავალი ელემენტი შესრულებულია ალუმინის შენადნობისგან, როგორც ერთმილიანი ამორტიზატორები.
V10 ოჯახის 1LR-GSE ძრავს გააჩნია კუმშვის ხარისხი 12,0:1. ლიტრიანი სიმძლავრე 115 ცხენის ძალას აღწევს, ტოქსიკურობა ევრო-5-ის ნორმებში ჯდება. თქვენ ფიქრობთ რომ Lexus-ი, ისევე როგორც სხვა საავტომობილო მარკები, სხვა კონკურენტებზე იაფი ეღირება? დაივიწყეთ ეგ აზრი! მაგალითისთვის ფასები ინგლისში სუპერქარ LFA-ზე, რომელიც იაპონურ ქარხანა Motomachi-ში აეწყობა, 336 ათასი ფუნტი ეღირება ($550 800). ორჯერ ძვირი, ვიდრე Lambo-შ ითხოვენ (147 330 ფუნტი ან $244 ათასი)!
|