Lancer Evolution Х -ი ახალ პლატფორმაზეა შექმნილი, აღჭურვილია უახლესი ტურბირებული ძრავით. აღნიშნული აგრეგატის მოცულობა 2 ლ-ს შეადგენს. ავტომობილის გარეგნობა გამორჩეულად მკვეთრია. ბუნებუთაც აგრესიული ქართველი მძღოლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ Mitsubishi Lancer-ს ახალი თაობით.
 Mitsubishi Lancer-ს ყველაზე აგრესიული, სპორტული ვერსია - Evolution, მშიერი მგელივით გამოიყურება.
 Mitsubishi Lancer-ში შიგნიდანაც არაჩვეულებრივი მდგომარეობაა: საუკეთესო სარბოლო სავარძლები Recaro-საგან, ერგონომიული მოწყობილობები, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და საჭე - გაწყობილი ტყავში. ძრავის ამუშავება მცირე ვიბრაციას იწვევს, მოწყობილობათა სკალები შუქით ივსება, ავტომობილი კი გაგრძნობინებთ, რომ მზადაა!
 ავტომობილის უკანა სავარძლები - სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის გამიზნული. მასში მთავარია - ღვედი კარგად დაიმაგროთ და ხელებითაც მყარად ჩააფრინდეთ რამეს. სალონში თავის და ფეხების სამოძრაო ადგილი ნამდვილად ბევრია. ძრავის ხმას პრემიუმ-კლასის მუსიკალური სისტემა Rockford-ი ჩაახშობს. მისი სიმძლავრე 650 ვტ-ს შეადგენს, ხოლო დინამიკების რაოდენობაა - 9.
 ახალი ძრავი 2 ლ-ი საწვავისაგან 295 ხც.ძ. სიმძლავრეს იძლევა. აირ-განაწილების ელექტრონული სისტემა MIVEC-ი უზრუნველყოფს ცილინდრებში სწორი საწვავი-ჰაერი ნარევის კონცენტრაციას. წვის ეფექტური პროცესის წყალობით აგრეგატი არა მხოლოდ უდიდეს სიმძლავრეს იძლევა, არამედ სრულადაც შეესაბამება გამონაბოლქვის უმკაცრეს ეკოლოგიურ სტანდატრებს.
 ძრავის შემდეგ კიდევ ერთი იაპონური სიახლე გელოდებათ - ახალი თაობის 6-სიჩქარიანი გადაცემათ კოლოფი - Twin Clutch SST. იგი აერთიანებს ავტომატური კოლოფის მოხერხებულობასა და გადართვების სისწრაფეს ორი მოჭიდების წყალობით. აჩქარების პროცესში კონკრეტული გადაცემა უკვე ააქტიურებს მომდევნოს, და გადადის ან უფრო მღალ ან დაბალ პოზიციაზე. ეს მოჭიდებების მეშვეობით ხორციელდება
 გადაცემათა ახალი სისტემა 3 რეჟიმს გვთავაზობს სხვადასხვა საგზაო პირობებისათვის. ქალაქისათვის გამოიყენება - Normal Mode ( გადართვა ხდება უფრო ნელა და რბილად). სპორტულ რეჟიმში - Sport Mode. იგი განკუთვნილია ოღრო-ჩოღრო გზებისათვის და გადართვა ხდება უფრო სწრაფად და მეტად მაღალ ბრუნვებზე. Super Sport Mode-ი კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო მაღალი ბრუნვების პირობებში ხორციელდება - იგი ჭეშმარიტი რბოლებისთვისაა განკუთვნილი და მისი გამოყენება როდესაც შუქნიშანთან გვერდზე მიმავალი Ford Focus-ის დამარცხება მოგინდებათ, მისი გამოყენება უაზრობაა.
 მათთვის, ვინც თანამედროვე ექსპერიმენტების მიმართ მაინც და მაინც კარგად არ არის განწყობილი Lancer Evolution X-აღჭურვის ჩამონათვალში 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც შეხვდება.
Lancer Evolution X-სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის Mitsubishi-ს უნიკალური ნამუშევარი - Super All Wheel Control. სრული ამძრავის ამ სისტემამ უნდა გააუმჯობესოს ავტომობილის ქცევა ლამის ყველანაირ გზაზე, დაწყებული ჩვეულებრივი სიტუაციებით და დამთავრებული ექსტრემალურით. სისტემა უსაფეხუროდ მუშაობს და მძღოლს ჩარევის შეგრძნებას არ უჩენს.
S-AWC - კონტროლის სისტემის მუშაობა : დამუხრუჭება ადგილიდან აჩქარება მოსახვევში შესვლა მოსახვევიდან გამოსვლა არასაკმარისი "მოხვევადობა” მოხვევის თავიდან აცილება (შეწყვეტა)
 Super All Wheel Control-ი 4 ურთიერთდაკავშირებულ სისტემას მოიცავს: ACD (აქტიური ცენტრალური დიფერენციალი), AYC (მაბრუნებელი მომენტის მართვის აქტიური დიფერენციალი), ASC (მიმართულების მდგრადობის დინამიური სისტემა) და Sport ABS (სპორტული განმბლოკავი სისტემა).
Lancer Evolution-ს ბაზაში ადაპტირებადი ფრონტალური განათების სისტემაც აქვს და მისი სახელია - AFS, იგივე ქსენონის ფარები მოხვევის ელემენტებით. სიბნელეც კი ვერ დაუშლის Evo-ს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზაციაში.
ტექნიკური მახასიათებლები
ძრავი: 2,0 MIVEC ECI-MULTI მაქსიმალური სიმძლავრე, კვტ (ცხ.ძ.), ბრ/წთ: 217 (295)/6500 მაქსიმალური ბრუნვის მომენტი, ნმ (კგსმ)/ბრ/წთ: 366 (37,3)/3500 გაბარიტული სიგრძე, მმ: 4505 გაბარიტული სიგანე, მმ: 1810 გაბარიტული სიმაღლე, მმ: 1480 საბურავების ბაზა, მმ: 2650 დაშორება გზიდან, მმ: 140 მობნრუნების მინიმალური რადიუსი, მ: 5,9 საწვავის ავზის მოცულობა: 55ლ წინა პადვესკა: McPherson-ტიპის, ზამბარული, ჯვარედინა მდგრადობის სტაბილიზატორით უკანა პადვესკა: მრავალსაფეხურიანი ზამბარული, ჯვარედინა მდგრადობის სტაბილიზატორით წინა სამუხრუჭე დისკები: brembo®, 18-დიუმიანი უკანა სამუხრუჭე დისკები: brembo®, 17-დიუმიანი საბურავები წინა და უკანა: 245/40R18
|