ამერიკაში ისეთი ავტომობილები, როგორიც Ford Mustang, Dodge Challenger და Chevrolet Camaro-ა დიდი ხანია საკულტონი გახდნენ, ამის მიზეზი ძირითადად მათი თვალშისაცემი გარეგნობა და შედარებით დაბალი ფასი იყო. რა თქმა უნდა არც მფლობელები რჩებიან შეუმჩნეველნი ამ მანქანით სიარულის დროს. ამერიკელებს კი როგორ უყვართ თვალში მტვერის შეყრაა:) რა უნდა ქნა როცა გიყვარს ეს ავტომობილი, მაგრამ არ გინდა ისეთი იყოს როგორც ყველასი? მართალია, უნდა გააგზავნო ერთ-ერთ ცნობილ ტუნინგ ატელიეში, მაგ: Fesler-Moss-ში და აუხსნა ზუსტად რა გჭირდება ბედნიერებისათვის. თუმცა მათ ეს ისედაც საკმაოდ კარგად იციან და შემოგთავაზებენ კარდინალურად დაიხვეწოს თქვენი Chevrolet Camaro. მართალია ამა ყველაფრისთვის მოგთხოვენ 110 000$ ან 140 000$ თუ თქვენ ჯერ არ გყავთ ავტო, მაგრამ თუ არ შეუშინდებით ფასს, მაშინ ფესლერი და მოსი საქმეს შეუდგებიან. 

ორი კვირის შემდეგ თქვენ ავტომობილს კონტურზე თუღა იცნობთ. თავიდან ავტომობილს ახალ ძარას გაუკეთებენ, რითაც კიდევ უფრო აგრესიულ სახეს მისცემენ. მეორე და უმთავრესი, ავტომობილს გადაუნერგავენ ახალ 6,2-ლიტრიან V8-ს, სიმძლავრით 640 ცხ/ძ (819 ნმ) ნასესხებს Chevrolet Corvette ZR1-გან. მას შეერწყმება 6 საფეხურიანი მექანიკა. უძლიერებენ მუხრუჭებსაც, მოდიფიცირებას უკეთებენ მის გამოსაშვებ სისტემას, უქვეითებენ კლირენსს და უყენებე 22 დიუმიან დისკებს. 
უმთავრესი ამ ავტომობილში მაინც მის ძარაზე მინაწერია რომელიც იმაზე მეტყველებს რომ თქვენი ავტო საკოლექციოა, რადგან მისნაირი მეორე არ არსებობს, თუმცა ეს ყველაფერია არაა, რადგანაც ავტომობილის შესაძლებლობები შეიცვალა, ამის გამო თქვენ შემოგთავაზებენ 2 დღიან ტრენინგს სარბოლო ტრასაზე. ეს ძალიან ჭკვიანური იდეაა, რადგან ჯობია მანქანას მიეჩვიო რაც შეიძლება შორს საერთო სარგებლობის გზებიდან.ავტომობილის დინამიურობაზე არაფერია ცნობილი, თუმცა უნდა ვივარაუდოდ რომ კარბონის ძარა და ZR1-ის ძრავმა ცუდი შედეგი არ უნდა აჩვენოს.
|