WWW.WIN.UCOZ.ORG
საიტის მენიუ
კატეგორიები
პროგრამები [23]
სურათები [25]
ფილმები [29]
ვიდეოები [21]
თამაშები [33]
იუმორი [6]
მუსიკები [6]
სპორტი [16]
გაკვეთილები [2]
როგორ დავამატო სიახლე? [0]
სერიალები [3]
სტატიები [12]
ძებნა
მინი-ჩეთი
500
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » Citroen-ს პირველი სუპერქარი
23:58
Citroen-ს პირველი სუპერქარი
 

Citroen-ი მიზანმიმართულად ცდილობს პრემიუმ-კლასში დამკვიდრებას. ეს საიდუმლო არ გახლავთ. თანაც ფრანგი ავტომეწარმე ამას ძალიან ეფექტურად ახერხებს. მომდევნო ნაბიჯი დასახული მიზნისაკენ გახდა კონცეპტი - GT, რომელიც კომპანიამ ჟენევაში წარმოადგინა. ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც კომპანიის გენერალური დირექნორის მოვალეობის შემსრულებელმა ვინსენტ ბესონმა (Vincent Besson) გაავრცელა. მისი თქმით მოდელის სერიული წარმოებაა დაგეგმილი, თუნდაც მისი მხოლოდ 20 ეგზემპლიარი გამოვიდეს. სავსებით ლოგიკურია, სხვათა შორის - ექსკლუზიური პრემიერი ცოტა უნდა იყოს, რომ მასზე დიდი მოთხოვნა ჩამოყალიბდეს.

სინამდვილეში, ახალი მოდელის მიმართ ინტერესს შარშანდელს მერე აღვივებდნენ. ინტერნეტში მრავალი ინფორმაციაც გამოჩნდა მის შესახებ, თუმცა ყოველი მათგანი ირწმუნებოდა, რომ ავტომობილი მხოლოდ ვირტუალურ მდგომარეობაში იარსებებდა. აცხადებდნენ, რომ Citroen GT-ე იარსებებდა მხოლოდ Playstation 3-ს თამაშებისათვის, მაგ. - Gran Turismo 5. თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტომობილი საკმაოდ და მეტად რეალურიცაა. მისი მონაცემებიც კი ცნობილია: სიგრძე - 4960 მმ, სიგანე - 2080 მმ, სიმაღლე - 1090 მმ.
ავტომობილს ძალიან უხდება 21-დიუმიანი დისკები. განსაკუთრებულ ყურადღებას ზემოთ გაღებული კარები იწვევს. ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მოდელს მოძრაობაში Ford-ს ან General Motors-ს V8 - მოიყვანს.
სერიული წარმოების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით მოვიცადოთ
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 765 | დაამატა: gio_kabosa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვლელები
widgeo.net
რეკლამა
Copyright MyCorp © 2025