WWW.WIN.UCOZ.ORG
საიტის მენიუ
კატეგორიები
პროგრამები [23]
programeni
სურათები [25]
suratebi
ფილმები [29]
filmebi
ვიდეოები [21]
videoebi
თამაშები [33]
tamashebi
იუმორი [6]
sasacilo
მუსიკები [6]
musikebi
სპორტი [16]
sporti
გაკვეთილები [2]
gakvetilebi
როგორ დავამატო სიახლე? [0]
siaxlis damateba
სერიალები [3]
serialebi
სტატიები [12]
ძებნა
მინი-ჩეთი
500
მთავარი » 2010 » მარტი » 30 » ბავშვები გვიტევენ
23:33
ბავშვები გვიტევენ
გარეგნულად ახალი Audi A1 პრაქტიკულად იგივე იქნება, რაც ადრე წარმოდგენილი კონცეპტი Metroproject Quattro.

ინგლისურმა ჟურნალმა "CAR", მკითხველს გაუზიარა ინფორმაცია, ინგოლშტადტის ყველაზე პატარა მოდელის A1-ის შესახებ, რომელიც ბაზარზე წესით მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. წყარო სანდოა -- პიტერ შვარცენბაუერი, Audi-ს მართვის საბჭოს წევრი, პასუხისმგებელი მარკეტინგზე და გაყიდვებზე.

კომპაქტური პრემიუმ-მოდელის Audi А1-ის ოჯახობა, რომელთა წევრებიც პოზიციონირდება როგორც Mini-ს პირდაპირი კონკურენტები, გვპირდება რომ გაახარებს იმათ ვინც თავის დროზე, მოდელ A2-ის თაყვანისმცემლები იყვნენ(ცნობისათვის ეს მოდელი ჩავარდა, და მიზეზად იმ დროისთვის შეუსაბამობა დასახელდა). ასე რომ, გერმანელი მწარმოებელი მომხმარებლებს შესთავაზებს პატარა ჰეჩბეკს, უნივერსალს, კაბრიოლეტს და სრულამძრავიან კროსოვერსაც კი.
პირველი ამათგან იქნება სამკარიანი ჰეჩბეკი. იგი სინათლის სხივს ჟენევის 2010 წლის ავტო-შოუს მერე ნახავს. ევტოპის სადილეროებში მოდელი ამავე წლის ზაფხულში მოხვდება. დიდ ბრიტანეთში ახალი Audi А1 მხოლოდ სექტემბერში გამოჩნდება და დაახლოვებით 11 ათასი ფუნტი ($17600) ეღირება.
როგორი იქნება გარეგნულად ყველაზე პატარა Audi? შვარცენბაუერმა შეამჩნია, რომ სამკარიანი ვერსიის გამოსვლის შემდეგ, რამოდენიმე ძრავის არჩევანის შესაძლებლობით, ეს რიგირ ევოლუციას განიცდის ისეთივე წესით, როგორც A3. რაც ნიშნავს, რომ თუ 2007 წლის კონცეპტი Metroproject-ის სამკარიანი ვერსიის გარდა ჩვენ ვნახავთ ხუთკარიან A1 Sportback-საც. შემდგომში შესაძლებელია მოგვევლინოს A1 Convertible და კროსოვერი, ჩაფიქრებული როგორც Mini Crossman-ის საპასუხო სვლა. სხვათაშორის, წინასწარმეტყველი არ უნდა იყო იმის გასაგებად, რომ ამ უკანასკნელზე ალბათ Q1-ის ემბლებას დააკრავენ.
A1-ის როგის აწყობა -- Audi-ს გლობალური გეგმის ნაწილია: 2015 წლისთვის ფირმა აპირებს გაზარდოს მოდელების რაოდენობა 32-დან 42-მდე. თავად გერმანელები ახალი მოდელის გამოშვებით იმედოვნებენ წარმოების გაზრდას 80 ათასით გაყიდვების დაწყებიდან პირველივე წელს.
ნანახია: 828 | დაამატა: gio_kabosa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვლელები
რეკლამა
Copyright MyCorp © 2026