WWW.WIN.UCOZ.ORG
საიტის მენიუ
კატეგორიები
პროგრამები [23]
programeni
სურათები [25]
suratebi
ფილმები [29]
filmebi
ვიდეოები [21]
videoebi
თამაშები [33]
tamashebi
იუმორი [6]
sasacilo
მუსიკები [6]
musikebi
სპორტი [16]
sporti
გაკვეთილები [2]
gakvetilebi
როგორ დავამატო სიახლე? [0]
siaxlis damateba
სერიალები [3]
serialebi
სტატიები [12]
ძებნა
მინი-ჩეთი
500
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » ადამიანი, მაიმუნი თუ ფარსი?
19:23
ადამიანი, მაიმუნი თუ ფარსი?
1930 წელს შვეიცარიელი გეოლოგი დოქტორი ფრანკო დე ლუისი ბრაზილია-კოლუმბიის საზღვარზე ატარებდა ექსპედიციას, როცა ბუჩქებიდან ორი მაიმუნის მსგავსი არსება გამოვიდა.

ისინი მეცნიერების მიმართულებით წამოვიდნენ, რის გამოც მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუწიათ. ერთი მოკლეს, მეორე გაიქცა. მოკლული დედალი იყო, გაქცეული კი სავარაუდოდ მამრი. მეცნიერები ბევრმა რამემ გააოცა. ჯერ ერთი, ასეთი ფორმის მაიმუნები არამარტო სამხრეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოშიც არ ენახა არავის. მეორე, ისინი ორ ფეხზე ადამიანებივით დადიოდნენ. და მესამე, კუდი არ ჰქონდათ. სიმაღლეში დაახლოებით 1,5 მ იყვნენ და სახეზე ადამიანს უფრო გავდნენ, ვიდრე მაიმუნს. მეცნიერებმა მოკლული "მაიმუნი” ყუთზე დასვეს, ჯოხი შეუდგეს რომ არ წაქცეულიყო და რამდენიმე სურათი გადაუღეს. სამწუხაროდ, იმდენად მძიმე იყო, რომ წაღებას ვერ მოახერხებდნენ და იქვე დატოვეს.

წამოსვლისას მათი გემი დაზიანდა და წყალმა ფოტოები გაანადგურა, მხოლოდ ერთი გადარჩა. ლონდონში ჩასვლისას ამ სურათმა სენსაცია მოახდინა მთელს სამეცნიერო სამყაროში.

ერთმა ფრანგმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ეს მაიმუნის აქამდე უცნობი ჯიში იყო. სხვებმა ის ობობასნაირ მაიმუნს მიამსგავსეს, მაგრამ ეს გაცილებით დიდი და დაკუნთული იყო, თანაც ნაკლები კბილები ჰქონდა, ვიდრე სხვა ჯიშებს. ზოგი ამტკიცებდა, რომ ამ არსებას კუდი ჰქონდა და დე ლუისმა ის გადაღებისას დაუმალა.

საბოლოოდ, ამ არსებას ადამიანი-მაიმუნი (apeman) უწოდეს. დროთა განმავლობაში, ის დავიწყებას მიეცა.

ნანახია: 809 | დაამატა: gio_kabosa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მთვლელები
რეკლამა
Copyright MyCorp © 2026